სასტუმროს შესახებ

სასტუმრო „ჯეალ“-ი – მყუდრო ადგილმდებარეობა და ზღვისა და მთების შესანიშნავი ხედები ტერასიდან

სასტუმრო 2017 წლის 23 ივლისს გაიხსნა. იგი თხუთმეტ სართულიანი შენობის მე-14 და მე-15 სართულებზეა განთავსებული. სასტუმროს აქვს 14 კომფორტული ნომერი და ტერასა, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. სასტუმროში მოქმედებს სტანდარტული 1 ადგილიანი (1 ნომერი), სტანდარტული 2 ადგილიანი (5 ნომერი), სტანდარტული 3 ადგილიანი (4 ნომერი), ნახევრადლუქსი (2 ნომერი) და ლუქსი (2 ნომერი). ყოველ ოთახს აქვს ინდივიდუალური სააბაზანო, გათბობა, კონდიცირება, მაცივარი, ტელეფონი, პლაზმური ტელევიზორი, საკაბელო არხებითა და უფასო Wi-Fi.

სასტუმრო “ჯეალ”-ი გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს საქმიანი შეხევდრების, პრეზენტაციებისა და კონფერენციების ორგანიზებისათვის. საკონფერენციო დარბაზი გათვლილა 50 კაცზე. ჩვენი მომსახურება მოიცავს: პროექტორს, მონიტორს, აუდიო აპარატურას, დაფას, ფლიფჩარტის ქაღალდს, საკანცელარიო ნივთებს, არაგაზირებულ და მინერალურ სასმელებს.

სასტუმრო ზღვის სანაპიროდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს, მყუდრო და მშვიდი გარემო გარემო, სუფთა და ნათელი ოთახები სასტუმროს უდავო უპირატესობაა. კვალიფიციური და მეგობრული პერსონალი და დახვეწილი სერვისი ყველა პირობას შეგიქმნით სასიამოვნო დასვენებისთვის.